07 ოქტომბერი 2024,   22:18
ვრცლად
სამსახურიდან გათავისუფლებული 15 ათასზე მეტი ადამიანი - საკადრო წმენდა თურქეთში

თურქეთში აკადემიკოსებს ქვეყნიდან გასვლა დროებით აეკრძალათ. ოფიციალური პირები ამ გადაწყვეტილებას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას და მასშტაბურ საგამოძიებო ღონისძიებებს უკავშირებენ.

ამ დროისთვის დაკავებულთა და სამსახურიდან გათავისუფლებული ადამიანების რიცხვი 50 ათასს აჭარბებს. საკადრო წმენდა ძალოვანი უწყებების გარდა სხვადასხვა სექტორებსაც შეეხო, მათ შორის განათლების სისტემას.

განათლების სამინისტროდან დაითხოვეს 15 ათასი თანამშრომელი, 1 500 დეკანი და 21 ათასი პედაგოგი. ხელისუფლების განცხადებით, რადიკალური ზომები მიზნად ისახავს ამბოხების ორგანიზებაში ბრალდებული სასულიერო პირის ფეტულა გიულენის თანამოაზრეებისგან საგანმანათლებლო სექტორის გაწმენდას.

დღის ამბები