07 ოქტომბერი 2024,   22:23
ვრცლად
პაველ შერემეტს მშობლიურ ქალაქ მინსკში დაკრძალავენ

პაველ შერემეტს მშობლიურ ქალაქ მინსკში დაკრძალავენ. მას ბელარუსში საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ გადაასვენებენ. პროფესიული კარიერა შერემეტმა სწორედ მინსკში დაიწყო, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტად მუშაობდა, თუმცა სახელისუფლებო კორუფციისა და კონტრაბანდის შესახებ მომზადებული კრიტიკული სიუჟეტის გამო, მას 1997 წელს აკრედიტაცია ჩამოართვეს და დააპატიმრეს.

შერემეტს პრეზიდენტ ლუკაშენკოს პირად მტერსაც უწოდებდნენ იმ დოკუმენტური ფილმებისა და წიგნის გამო, რომლებიც ბელარუსის პრეზიდენტს ეძღვნებოდა. მინსკიდან წასვლის შემდეგ, პაველ შერემეტი წლების განმავლობაში მოსკოვში პირველ არხზე მუშაობდა, თუმცა უკრაინაში მოსკოვის ქმედებების პროტესტის ნიშნად, 2014 წლიდან ტელევიზია მიატოვა და კარიერა კიევში გააგრძელა.

ის უკრაინსკაია პრავდას ერთ-ერთი რედაქტორი და ანალიტიკური გადაცემის წამყვანი იყო. ხშირად საუბრობდა და წერდა მოსკოვის აგრესიულ პოლიტიკაზე, კრემლის პროპაგანდაზე და რუსეთში ჟურნალისტების შევიწროვებაზე.

მან 2009 წელს წიგნი გამოსცა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, სადაც სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების ქმედებებსაც აკრიტიკებდა.

დღის ამბები