07 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
აზერბაიჯანში ფეთულა გიულენის მოძრაობასთან ასოცირებული სასწავლებლები დაიხურა

ფეთულა გიულენის მოძრაობასთან ასოცირებული სასწავლებლები დაიხურა აზერბაიჯანში. ქვეყნის განათლების სამინისტრომ დღეს ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ბაქოში ფუნქციონირება შეწყვიტა კავკასიის უნივერსიტეტმა.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ სამინისტროს უნივერსიტეტის დახურვის მოთხოვნით პირადად სასწავლებლის დამფუძნებელმა მიმართა.

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ 13 სასწავლო ცენტრი და სკოლა ჯერ კიდევ 2014 წელს დახურა, როდესაც თურქეთმა გიულენის მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო.

დღის ამბები