07 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
ჟურნალისტის მკვლელობა - კიევში აქციები დაიწყო

უკრაინის დედაქალაქში კვლავ საპროტესტო აქციების ტალღაა. კიევის ცენტრში ათასობით ადამიანი დღეს მომხდარ მკვლელობას აპროტესტებს.

რას უკავშირდება აფეთქება და ცნობილი ჟურნალისტის, პაველ შერემეტის მკვლელობა? პროფესიული საქმიანობა, პირადი ანგარიშსწორება თუ რუსული კვალი? სამართალდამცველები რამდენიმე ვერსიაზე მუშაობენ.

უკრაინის ხელისუფლება საგამოძიებო რესურსების სრულ მობილიზებას ახდენს. საქმეში გამოძიების ფედერალური ბიუროც ჩაერთვება.

"არ გამორიცხოთ არც ერთი ვერსია. ომისა და აგრესიის პირობებში, არ გამოვრიცხავ ამ საქმეში უცხოურ ინტერესების არსებობას. ჩემი აზრით, ეს მხოლოდ ერთი მიზნით გაკეთდა - უკრაინაში ვითარები დესტაბილიზაციისთვის და შესაძლოა, რაიმე სხვა მოვლენების წინმსწრებად. არავის მივცემთ საშუალებას, ქვეყნის შიგნით მეორე ფრონტი გახსნას," - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო.  

დღის ამბები