07 ოქტომბერი 2024,   22:24
ვრცლად
შერემეტის მკვლელობა - კიევში ჟურნალისტები აქციას მართავენ

შერემეტის მკვლელობის ადგილზე და კიევის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე ამ დრომდე არიან შეკრებილები მოკლულის მეგობრები და კოლეგები. 

შეკრებილებს კურიერის გადამღები ჯგუფი ესაუბრა. უკრაინელი ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ ცნობილი ჟურნალისტის მკვლელობის უკან მოსკოვი დგას, რომელიც ცდილობს დაანახოს იმ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს, რომლებიც უკრაინაში ცხოვრებას გეგმავენ, რომ უკრაინაში ცხოვრება საშიშია. 

შერემეტის მეგობრები ამბობენ, რომ ის ბოლო პერიოდში საგამოძიებო ჟურნალისტიკით არ იყო დაკავებული და მომხდარს ჟურნალისტურ საქმიანობას არ უკავშირებენ. 

აქციის მონაწილეები მკვლელობის საქმის დროულ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. კიევის მთავარ მოედანზე ამბობენ, რომ ჟურნალისტები ერთად დადგებიან და იბრძოლებენ ბოლომდე. 

ავტორი ნოდარ მელაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები