07 ოქტომბერი 2024,   22:20
ვრცლად
ქვები, ხმოვანი ყუმბარები, ბარიკადები და დაპირისპირება - ვითარება ერევანში

01:20  ოფიციალური ინფორმაციით დაშავებულია 45 ადამიანი

01:10 რამდენიმე წუთის წინ, სომხეთის დედაქალაქში, კიდევ ერთი მცირე შეტაკება მოხდა ახალგაზრდებსა და სამართალდამცავებს შორის.  

 

01:09 ერევანში ვითარება ამ დროისთვის შედარებით განმუხტულია. სამართალდამცავებს კორდონი აქვთ შექმნილი, აქციის მონაწილეებმა კი მათ წინ, თავის დასაცავად, ბარიკადები აღმართეს.

00:10 სომხეთის დედაქალაქში ვითარება დაძაბულია. ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოხდა. სოციალურ მედიაში სააგენტოები და მოქალაქეები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ აქციის მონაწილეები სამართალდამცავების მიმართ ქვებს ისროდნენ ხოლო პოლიცია ხმოვანი ყუმბარებით ცდილობდა ვითარების განმუხტვას. 

 

 

ერევნის ერთ-ერთ პოლიციის განყოფილებაში კი უკვე მეხუთე დღეა შეიარაღებულ ოპოზიციონერებს მძევლები ჰყავთ აყვანილი და დანებებას არ აპირებენ. აქცია სწორედ შეიარაღებული პირების მხარდასაჭერად დაიგეგმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები