07 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
45 დაშავებული და 50-მდე დაკავებული-სროლა და ხმაურიანი შეტაკება ერევანში

სომხეთის დედაქალაქში მორიგი დაპირისპირება მოხდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის. პოლიციის შენობასთან ოპოზიციის აქტივისტები მივიდნენ და შესვლა სცადეს. მათ საკვების შეტანა სურდათ იმ პირებისთვის, ვისაც შენობაში 4 მძევალი ჰყავს ამ დრომდე აყვანილი. წინააღმდეგობის შემდეგ კი პოლიციის მისამართით ქვების სროლა დაიწყეს, რის პასუხადაც სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. გაისმა სროლის ხმაც, თუმცა უცნობია რომელი მხრიდან ისროდნენ.

შეტაკების შემდეგ 45 ადამიანს დასჭირდა სამედიცინო დახმარება. დაკავებულია 50-მდე დემონსტრანტი. გვიან ღამით კი ერევანში ვითარება კვლავ დასტაბილურდა. პოლიციის შენობაში შეჭრილი შეიარაღებული პირები ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას ითხოვენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები