07 ოქტომბერი 2024,   22:22
ვრცლად
ჟურნალისტ პაველ შერემეტის მკვლელობის საქმეზე გამოძიება 6 ვერსიაზე მუშაობს

ცნობილი ჟურნალისტის პაველ შერემეტის მკვლელობის საქმეზე გამოძიება 6 ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის ერთ-ერთი კი გარეშე ძალების მიერ უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობაა.

ამის შესახებ უკრაინულ მედიას უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა. გარდა ამისა მკვლელობის შესაძლო მოტივად შერემეტის პროფესიული საქმიანობა და პირადი მოტივებიც სახელდება.

ასევე განიხილება ვერსია, რომლის მიხედვითაც სამიზნე შერემეტის მეუღლე, უკრაინსკაია პრავდას ხელმძღვანელი ალიონა პრიტულა უნდა ყოფილიყო.

დანარჩენი 2 ვერსია კი ამ დრომდე უცნობია. უკრაინის ხელისუფლებას მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებისკენ მოუწოდა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტურბიორნ იაგლანდმა.

სახელმწიფო დეპარტამენტმა კი გავრცელებულ განცხადებაში დამნაშავეების გამოვლენისა და დასჯის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. 

დღის ამბები