07 ოქტომბერი 2024,   22:22
ვრცლად
სოლიდარობის აქცია კიევში-პაველ შერემეტის მეგობრები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ

სოლიდარობის აქცია გაიმართა კიევის ცენტრში. თავისუფლების მოედანზე პაველ შერემეტის მეგობრები, კოლეგები და ბელორუსული დიასპორის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

მათ მის ხსოვნას მიაგეს პატივი და საქმის დროულად გამოძიება მოითხოვეს.

ჟურნალისტების თქმით,  შერემეტი ბოლო პერიოდში არ იყო დაკავებული ჟურნალისტური გამოძიებით და ამდენად ეს არ შეიძლება ყოფილიყო მკვლელობის მიზეზი.

ერთადერთი ვერსია, რასაც მისი კოლეგები განიხილავენ, რუსული სპეცსამსახურების კვალია, რომლის მიზანიც ქვეყანაში დესტაბილიზაციაა.

აქციაზე იმყოფებოდნენ რადას დეპუტატებიც.

„არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის დამკვეთი და ვინ შემსრულებელი. ქალაქის ცენტრში ავტომობილის აფეთქება შეუკვეთა იმან ვინც კარგად იცის, რომ მსგავსი შემთხვევით ნერგავს შიშს. გასაგებია, რომ რიგითმა კრიმინალებმა არ მოახდინეს ამ მკვლელობის ორგანიზება. გასაგებია, რომ აქ არის ღრმად მიმავალი მიზანი. ამ ყველაფრის მთავარი მიზანი არის ომი, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ. თუ უკრაინული საზოგადოება და მთავრობა არ გამოფხიზლდება შედეგები უარესი იქნება,“-განაცხადა  უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა რაფატ ჩუბაროვი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები