07 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
თურქეთში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

თურქეთში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ერდოღანმა უშიშროების საბჭოსთან 5 საათიანი შეხვედრის შემდეგ პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ეს ნაბიჯი ტერორიზმის საფრთხეების შესამცირებლად და ქვეყნის მთავარი ღირებულებების დასაცავად გადადგა.

„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზანი არის ის, რომ რაც შეიძლება მალე მოიხსნას ტერორიზმის საფრთხეები, რომელიც ჩვენ ხალხს, დემოკრატიასა და სამართლის უზენაესობას ემუქრება. შეიარაღებულ ძალები მთავრობის ინსტრუქციებს ექვემდებარებიან. მე როგორც პრეზიდენტი, ჩემ მთავრობასთან და ასევე სამხედროებთან ერთად, განვაგრძობთ ბრძოლას, რათა გავწმინდოთ თურქული არმია ამ ვირუსისგან,“ - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.

საგანგებო მდგომარეობის პირობებში კი პრეზიდენტსა და მინისტრთა კაბინეტს საშუალება ეძლევათ პარლამენტის გვერდის ავლით მიიღონ ახალი კანონები. ამ დრომდე ქვეყანაში 60 ათასი სამხედრო, სახელმწიფო მოხელე, მოსამართლე და მასწავლებელია დაპატიმრებული ან დროებით დაკავებული.

მიუხედავად სამხედრო ამბოხების მცდელობისა, ნატო-ს გენერალური მდივანი არ მიიჩნევს, რომ ქვეყნის სამხედრო პოტენციალი შემცირდა. იენს სტოლტენბერგმა როიტერთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თურქეთი ისევ რჩება ალიანსის ძლიერ მოკავშირედ.

ამავე თემაზე
დღის ამბები