07 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
"გადატრიალების მცდელობას უნდა მოჰყვეს პოლიტიკური და სამართლებრივი ქმედებები," - ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

გერმანიის, დანიისა და კანადის საგარეო უწყების ხელმძღვანელები შეშფოთებას გამოთქვამენ თურქეთში განხორციელებული მასობრივი დაკავებებისა და დარბევების გამო.

ამის შესახებ მათ ვაშინგტონში ერაყის დონორთა კონფერენციის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

„შეშფოთებით ვადევნებთ თვალს უკანასკნელ ცნობებს იმის შესახებ, რომ სამსახურებიდან დაითხოვეს ათასობით მასწავლებელი, მოსამართლე და სამხედრო. ასევე დახურეს რამდენიმე ტელეარხი. რა თქმა უნდა, გადატრიალების მცდელობას უნდა მოჰყვეს პოლიტიკური და სამართლებრივი ქმედებები, თუმცა ამასთან სამართლის უზენაესობა აუცილებლად უნდა იყოს დაცული,“ - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეუთო-ს თავმჯდომარემ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.

სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ კი თურქეთის ხელისუფლების მიმართ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა. ფეტულა გიულენის ექსტრადიციასთან დაკავშირებით კი კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამბოხების ორგანიზების შესახებ მტკიცებულებების საჭიროებას.

„ჩვენ ვგმობთ ამბოხების მცდელობას და მკაფიოდ ვაფიქსირებთ სურვილს, რომ თურქეთში მტკიცე დემოკრატია იყოს. მე რამდენჯერმე ვესაუბრე ტელეფონით თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და ვთხოვე, რომ შეერთებულ შტატებს მტკიცებულებები გაუგზავნოს ნაცვლად ბრალდებებისა, რადგან გადაწყვეტილების მისაღებად სწორედ მტკიცებულებებია საჭირო,“ - განაცხადა ჯონ კერიმ.

დღის ამბები