07 ოქტომბერი 2024,   22:24
ვრცლად
რამდენიმესაათიანი ალყა და ევაკუაცია ბელგიის დედაქალაქში - ბრიუსელში ტერორიზმის საფრთხე არ დადასტურდა

რამდენიმესაათიანი ალყისა და ევაკუაციის შემდეგ, ბელგიის დედაქალაქში ტერორიზმის საფრთხე არ დადასტურდა. ბრიუსელის ცენტრში პოლიცია მას შემდეგ გამოიძახეს რაც უცნაურად ჩაცმული მოქალაქე შენიშნეს.

იგი ერთ-ერთ ოფისთან ზამთრის ქურთუკით იდგა, რაშიც ჩამონტაჟებული მოწყობილობის დეტალი ჩანდა. წითელი ფერის განგაშის გამოცხადებისა და ალყის შემდეგ, მამაკაცი რიგითი სტუდენტი აღმოჩნდა, რომელიც რადიაციასა და ჰაერის ნაკადებზე ატარებდა ცდას.

დღის ამბები