07 ოქტომბერი 2024,   22:24
ვრცლად
"ველი, რომ ხელისუფლება ზომიერ რეაგირებას მოახდენს და მხოლოდ დამნაშავეებზე იქნება ორიენტირებული,“ - სტოლტენბერგი თურქეთზე საუბრობს

თურქეთში მიმდინარე მასშტაბურ საკადრო წმენდას გამოეხმაურა ნატო-ს გენერალური მდივანი. იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ დაკავებების მიუხედავად თურქეთის არმია კვლავ ძლიერია.

მისივე თქმით ნატო ელის, რომ თურქეთის ხელისუფლება ამბოხების მოწყობაში ეჭვმიტანილთა მიმართ ზომიერ რეაგირებას მოახდენს და ალიანსის ღირებულებებს დაიცავს.

„სამხედრო გადატრიალების უკან, როგორც ჩანს, თურქეთის შეიარაღებული ძალების ერთი ნაწილი იდგა. თურქეთს ჰყავს ძალიან ძლიერი შეიარაღებული ძალები, სადაც პროფესიონალი სამხედროები არიან. დარწმუნებული ვარ, ისინი კვლავ ნატო-ს ერთგული და ძლიერ მოკავშირეები იქნებიან. ველი, რომ ხელისუფლება ზომიერ რეაგირებას მოახდენს და მხოლოდ დამნაშავეებზე იქნება ორიენტირებული,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები