07 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
შეერთებული შტატების პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ტედ კრუზმა დონალდ ტრამპს მხარი არ დაუჭირა

რესპუბლიკური პარტიის ყრილობის მესამე დღე კლივლენდში ისევ ხმაურის მიზეზი გახდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ტედ კრუზმა დონალდ ტრამპს მხარი არ დაუჭირა. კრუზის განცხადებას დარბაზი სტვენით და ყვირილით შეხვდა.

„ადექით, ილაპარაკეთ და ხმა მიეცით თქვენი შინაგანი რწმენით. ხმა მიეცით იმ კანდიდატს, რომელსაც ენდობით ჩვენი თავისუფლების დასაცავად,“ - ტედ კრუზმა.

თავად დონალდ ტრამპი კი თანაპარტიელის პოზიციას სოციალური ქსელით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ტედ კრუზის პოზიცია მისთვის მნიშვნელოვანი არ არის.

რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი მაიკ პენსი იყო, რომელიც სიტყვით გამოვიდა.

მოხსენების დასაწყისშივე მან მკაფიოდ აღნიშნა, რომ ჰილარი კლინტონი ამერიკის პრეზიდენტი არასოდეს გახდება. მაიკ პენსმა დიდი დრო დაუთმო ობამას ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის კრიტიკასაც. ვიცე-პრეზიდენტბის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ამერიკა აღარ მოუბოდიშებს მტრებს და არ მიატოვებს მეგობრებს.

“ჩვენ არ გვაქვს კიდევ 4 წელიწადი იმისთვის, რომ ბოდიში ვუხადოთ მტრებს და მივატოვოთ ჩვენი მეგობრები. ჰილარი კლინტონი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი არასოდეს გახდება,” - განაცხადა მაიკ პენსიმ.

რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს კლივლენდიდან ხვალ ღამით მიმართავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები