07 ოქტომბერი 2024,   22:21
ვრცლად
ერევანში დაკავებულ დემონსტრანტებს პოლიციელებზე თავდასხმასა და არეულობის ორგანიზება ბრალდებათ

ერევანში დაკავებული დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. მათ პოლიციელებზე თავდასხმასა და არეულობის ორგანიზება ბრალდებათ. შეტაკება ქალაქის ცენტრში პოლიციის შენობასთან მოხდა, სადაც მეხუთე დღეა შეარაღებულ პირებს სამართალდამცველები ჰყავთ მძევლად აყვანილი და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას მოითხოვენ.

მომიტინგეებმა კვლავ სცადეს შენობაში შესვლა და საკვების შეტანა, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რასაც შეტაკება მოჰყვა. დემონსტრანტებმა პოლიციელებზე ქვებით მიიტანეს იერიში. სამართაალდამცველებმა კი აქცია დაშალეს და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

შეტაკებების შედეგად 51 ადამიანი დაშავდა. დაკავებული 28 მომიტინგიდან 16 პატიმრობაში დატოვეს.

დღის ამბები