07 ოქტომბერი 2024,   22:17
ვრცლად
რუსი მძლეოსნები რიოს ოლიმპიურ თამაშებს გამოტოვებენ

რუსი მძლეოსნები რიოს ოლიმპიურ თამაშებს გამოტოვებენ. სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ არ დააკმაყოფილა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტისა და 68 სპორტსმენის მიერ შეტანილი სარჩელი.

თავდაპირველად, რუსეთის მძლეოსანთა ფედერაციას ოლიმპიადაში მონაწილეობის ლიცენზია მმართველმა ორგანომ - მძლეოსანთა ფედერაციების საერთაშორისო ასოციაციაციამ ჩამოართვა. მიზეზი სკანდალური ანგარიში გახდა, რომელშიც რუსი სპორტსმენების მიერ დოპინგის ფართო მოხმარებაზე იყო საუბარი.

პარალელურად, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი რიოს თამაშებში მონაწილეობის აკრძალვის საკითხს უკვე ყველა რუსი სპორტსმენის მიმართ განიხილავს. მიზეზი კვლავ დოპინგის სკანდალზე გამოქვეყნებული მეორე ანგარიშია, დოკუმენტის თანახმად დოპინგის მოხმარება რუს სპორტსმენებში სახელმწიფოს მიერ ფინანსდებოდა.

დღის ამბები