07 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
თურქეთი ადამიანის უფლებების შესახებ ევროპული კონვენციით აღებულ ვალდებულებებს აჩერებს

თურქეთი ადამიანის უფლებების შესახებ ევროპული კონვენციით აღებული ვალდებულებების შესრულებას დროებით შეაჩერებს.

თურქული მედიის ინფორმაციით, განცხადება ამის შესახებ პრემიერის მოადგილემ გააკეთა. ნუმან კურ-ტულ-მუსის განცხადებით, გადაწყვეტილება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდზე გავრცელდება.

პრემიერის მოადგილემ განმარტა, რომ ადამიანის უფლებების შესახებ ევროპული კონვენციის მეთხუთმეტე მუხლი ქვეყანას აძლევს საშუალებას ამ ზომას მიმართოს და მაგალითად საფრანგეთი მოიყვანა, სადაც საგანგებო მდგომარეობა ტერაქტების შემდგომ მოქმედებს.

მეთხუთმეტე მუხლში აღნიშნულია, რომ ომსა და საგანგებო ვითარებაში, რომელიც საფრთხეს უქმნის ერის უსაფრთხოებას, მხარეს შეუძლია შეაჩეროს ვალდებულებების შესრულება, თუ ეს ზომა არ მოდის წინააღმდეგობაში საერთაშორისო სამართლით აღებულ სხვა ვალდებულებებთან.

თურქეთის პრემიერის მოადგილემ პირობა დადო, რომ მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლება დაცული იქნება.

დღის ამბები