07 ოქტომბერი 2024,   22:17
ვრცლად
ხვალ კიევში პაველ შერემეტის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება

პაველ შერემეტს მშობლიურ ქალაქ მინსკში 23 ივლისს დაკრძალავენ. ხვალ კიევში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება, რის შემდეგაც მას ბელარუსში გადაასვენებენ. ცნობილი ჟურნალისტი კიევში გუშინ მოკლეს.

გამოძიება 6 ვერსიაზე მუშაობს. მათ შორის ერთ-ერთი გარეშე ძალების მიერ უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობაა. მკვლელობის შესაძლო მოტივად შერემეტის პროფესიული საქმიანობა და პირადი მოტივებიც სახელდება.

ასევე განიხილება ვერსია, რომ სამიზნე შესაძლოა შერემეტის მეუღლე, უკრაინსკაია პრავდას ხელმძღვანელი ალიონა პრიტულა იყო.

უკრაინას მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებისკენ მოუწოდა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა. დამნაშავეების დასჯის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმაც. ჯონ კერის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაშინგტონი მზად არის კიევს გამოძიებაში დახმარება გაუწიოს.

დღის ამბები