07 ოქტომბერი 2024,   22:19
ვრცლად
რიოს ოლიმპიადამდე 15 დღით ადრე, ბრაზილიაში ტერაქტი აღკვეთეს

ბრაზილიელმა სამართალდამცველებმა ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ათი პირი დააკავეს. ძალოვანების ინფორმაციით, დაკავებულები ტერაქტის მოწყობას რიოს ოლიმპიური თამაშების დროს გეგმავდნენ.

სპეცოპერაცია ბრაზილიის სამხრეთ რეგიონში, პარანას შტატში ჩატარდა. სპეცსამსახურების ცნობით, დაკავებულები არ არიან ისლამური სახელმწიფოს წევრები, თუმცა ტერორისტულ დაჯგუფებასთან კონტაქტის დამყარებას ცდილობდნენ.

იუსტიციის ​მინისტრის განცხადებით, ყველა დაკავებული ბრაზილიის მოქალაქეა. მომხდარის გამო მთავრობა საგანგებო თათბირზე შეიკრიბა. 

 

დღის ამბები