07 ოქტომბერი 2024,   22:18
ვრცლად
51 დაშავებული და 136 დააკავებული ერევანში - მიმდინარეობს გამოძიება

ერევანში დაკავებული დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. მათ ბრალად ედებათ პოლიციელებზე თავდასხმა და არეულობის ორგანიზება. 

შეტაკება ქალაქის ცენტრში, პოლიციის შენობასთან მოხდა, სადაც მეხუთე დღეა შეიარაღებულ პირებს სამართალდამცველები ჰყავთ მძევლად აყვანილი და პატიმრობაში მყოფი ოპოზიციის ლიდერის გათავისუფლებას მოითხოვენ.

მომიტინგეებმა შენობაში შესვლა და საკვების შეტანა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. დემონსტრანტებმა პოლიციელებს ქვები ესროლეს, სამართალდამცველებმა კი აქცია ცრემლსადენი გაზით დაშალეს. დაპირისპირების შედეგად 51 ადამიანი დაშავდა, 136 მომიტინგე დააკავეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები