07 ოქტომბერი 2024,   22:21
ვრცლად
დავიწყეთ სპეცოპერაცია გიულენისტური ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ - ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ფეტჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ ისეთივე სპეცოპერაცია მიმდინარეობს, როგორც სეპარატისტი ტერორისტების წინააღმდეგ.

ამის შესახებ რეჯებ ტაიპ ერდოღანმა სააგენტო REUTERS-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, სამხედრო გადატრიალება დიდი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა და მომხდარმა თურქული დაზვერვის ხარვეზები გამოააშკარავა.

ერდოღანის ხელისუფლებში მხარდამჭერი აქციები კი ქვეყნის დიდ ქალაქებში ისევ გრძელდება. ამჯერად, მისმა მომხრეებმა სტამბოლის ცენტრში მარში მოაწყვეს.

პარალელურად, საბერძნეთის სასამართლომ 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა გაქცეულ 8 თურქ სამხედროს, საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის.

„უკანასკნელმა ინციდენტმა აჩვენა ჩვენი დაზვერვის მნიშვნელოვანი ხარვეზები. რადგან ასეთი შეირაღებული გადატრიალების ორგანიზება 24 საათში არ ხდება. ამჯერად უფრო ყურადღებით ვართ, რათა ახალი ამბოხი არ მოხდეს. ჩვენ დავიწყეთ სპეცოპერაცია, როგორც სეპარატისტული დაჯგუფების, ასევე გიულენისტური ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ,“- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

დღის ამბები