07 ოქტომბერი 2024,   22:23
ვრცლად
სიკვდილით დასჯის კანონის შემოღება თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებას შეუძლებელს ხდის - მოგერინი

სიკვდილით დასჯის კანონის შემოღება თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებას შეუძლებელს ხდის. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ ვაშინგტონში ვიზიტის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ანკარამ არ უნდა გამოიყენოს დემოკრატიული ინსტიტუტები ადამიანის უფლებების შეზღუდვისთვის.

მიუხედავად სამხედრო გადატრიალების მცდელობისა, თურქეთი ისევ განაგრძობს ანტი ტერორისტულ კოალიციაში საკუთარი წვლილის შეტანას - აცხადებს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი.

ვაშინგტონში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა ჩასული, რომელიც ვაშინგტონში გუშინ დაწყებული ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლი 30-მდე ქვეყნის საგარეო და თავდაცვის მინისტრების შეხვედრას ესწრება.

დღის ამბები