07 ოქტომბერი 2024,   22:20
ვრცლად
სომხეთის დედაქალაქში სამართალდამცველების კორდონი ისევ რჩება პოლიციის შენობასთან

ამჟამად სომხეთის დედაქალაქში სიმშვიდეა. სამართალდამცველების კორდონი ისევ რჩება პოლიციის შენობასთან. შედარებით მშვიდ გარემოში ჩაიარა საპროტესტო აქციამ გუშინ საღამოს, სადაც მომიტინგეებმა პოლიციის შენობაში შეჭრილი შეიარაღებული პირების მხარდამჭერი აქცია მოაწყვეს.

მათ მოსახლეობას ქუჩებში გამოსვლისკენ მოუწოდეს, თუმცა ამჯერად, აქციას პოლიციასთან დაპირისპირება არ მოჰყოლია.

ოპოზიციას მეხუთე დღეა ერევნის პოლიციის განყოფილებაში 4 სამართალდამცველი ჰყავს მძევლად აყვანილი. ისინი სანაცვლოდ ოპოზიციის ლიდერის ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას მოითხოვენ.

დღის ამბები