07 ოქტომბერი 2024,   22:17
ვრცლად
ტერორისტს, რომელმაც ნიცაში 84 ადამიანი იმსხვერპლა, თანამზრახველები ჰყავდა

საფრანგეთის პროკურატურამ დაადგინა, რომ ტერორისტს, რომელმაც გასულ კვირას ნიცაში
84 ადამიანი იმსხვერპლა, თანამზრახველები ჰყავდა.

დაკავებულია 5 ადამიანი, რომლებიც გამოძიების ცნობით, მუჰამედ ბუჰლელს ტერაქტის მომზადებაში დაეხმარნენ. მათ შორის ერთი ქალია. ისინი ტერორიზმის ბრალდებით უკვე წარდგნენ სასამართლოს წინაშე და სავარაუდოდ, პატიმრობას შეუფარდებენ.

პარალელურად, პარიზის გარეუბანში ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა. დაკავებულია 20 ეჭვმიტანილი. სამართალდამცველებმა ორი ბინაც გაჩხრიკეს.

დღის ამბები