07 ოქტომბერი 2024,   22:20
ვრცლად
ტერაქტების საფრთხის ფონზე, ბელგია დღეს ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავს

ტერაქტების საფრთხის ფონზე, ბელგია დღეს ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავს. სამხედრო აღლუმი და სხვა საზეიმო ღონისძიებები განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების ფონზე გაიმართება.

მოქალაქეების უსაფრთხოებას ბელგიის ყველა ქალაქში ათასობით ძალოვანი დაიცავს. სამხედრო აღლუმში მონაწილეობას 1200 ბელგიელი სამხედრო და 30 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, 800 პოლიციელი იქნება მობილიზებული ბრიუსელის ცენტრში, სადაც ადგილობრივი დროით საღამოს 9 საათზე მოქალაქეები ფოიერვერკების სანახავად შეიკრიბებიან.

დღის ამბები