07 ოქტომბერი 2024,   22:21
ვრცლად
თურქეთის პრეზიდენტი სახელმწიფო გადატრიალების მორიგ მცდელობას არ გამორიცხავს

თურქეთის პრეზიდენტი სახელმწიფო გადატრიალების მორიგ მცდელობას არ გამორიცხავს. ამის შესახებ რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სააგენტო REUTERS-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. თურქეთის ლიდერის თქმით, ახალი გადატრიალების მოწყობა მარტივი არ იქნება, რადგან დღეს თურქეთი საფრთხეებისთვის უკეთ მომზადებულია.

ინტერვიუში პრეზიდენტმა ილაპარაკა დაზვერვის უწყებების არაეფექტურ მუშაობაზეც და შეიარაღებული ძალების რესტრუქტურიზაციისა და შემადგენლობის განახლების პირობა დადო.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ამბოხების ორგანიზებაში კვლავ ამერიკაში მცხოვრები სასულიერო პირი ფეთულა გიულენი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის მოძრაობას ხელისუფლება სხვა ტერორისტული ორგანიზაციების მსგავსად მოეპყრობა.

დღის ამბები