07 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
ფეთჰულა გიულენის ექსტრადირება - ვაშინგტონი თურქეთთან თანამშრომლობისთვის მზად არის

ფეთჰულა გიულენის ექსტრადირების საკითხზე ვაშინგტონი მზად არის თურქულ მხარესთან ითანამშრომლოს. თურქული მედიის ინფორმაციით, ამ თემაზე ჯო ბაიდენმა და თურქეთის პრემიერმა ტელეფონით ილაპარაკეს.

ანკარა სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში სწორედ გიულენის მოძრაობას ადანაშაულებს და ვაშინგტონს მის ექსტრადირებას სთხოვს. თურქული მედიის ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს ბინალი ილდირიმმა ჯო ბაიდენს მოახსენა, რომ იუსტიციის სამინისტრომ ყველა საჭირო დოკუმენტი უკვე გადაუგზავნა ამერიკულ მხარეს და ანკარა მოკავშირე ვაშინგტონისგან დადებით პასუხს ელოდება.

თავის მხრივ ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ამ საკითხში თანამშრომლობისთვის მზად არის, მაგრამ გადაწყვეტილება ექსტრადირების საკითხზე სასამართლომ უნდა მიიღოს.

დღის ამბები