07 ოქტომბერი 2024,   22:24
ვრცლად
პაველ შერემეტის მკვლელობის საქმეში გამოძიებას ორი ახალი ეჭვმიტანილი ჰყავს

პაველ შერემეტის მკვლელობის საქმეში გამოძიებას ორი ახალი ეჭვმიტანილი ჰყავს. ორივე პიროვნება იმ ვიდეო ჩანაწერზე ჩანს, რომელიც უკრაინულმა მედიამ დღეს გაავრცელა. კადრები გვიან ღამით ჟურნალისტის სახლთან არის გადაღებული, სადაც მისი ავტომობილი იყო გაჩერებული. ჩანაწერში ჩანს, რომ ჟურნალისტის მანქანას სავარაუდოდ მამაკაცი უახლოვდება და მძღოლის მხარესთან მიწაზე ჯდება. 6 წუთის შემდეგ იმავე ადგილას ჩანაწერზე ჩანთით ხელში ქალი ჩნდება, რომელმაც სავარაუდოდ მანქანაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა მიამაგრა. 

გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის განიხილება ჟურნალისტური საქმიანობა, რუსული კვალი და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობა. შერემეტის მეუღლის მკვლელობის ვერსია გამოძიებამ უკვე გამორიცხა.

შეგახსენებთ, რომ პაველ შერემეტის ავტომობილი კიევის ცენტრში 20 ივლისს ააფეთქეს.

დღის ამბები