03 ოქტომბერი 2024,   13:21
ვრცლად
ელისაშვილი პროკურატურის მიერ თბილისობის ხარჯებთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას მიესალმება

ალეკო ელისაშვილი პროკურატურის მიერ თბილისობის ხარჯებთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას ეხმაურება.

ამის შესახებ მან დღეს პრესკონფერენციაზე ილაპარაკა და თქვა, რომ აქვს ეჭვი, გარდა მერიისა, უკანონო გადარიცხვები სხვა საჯარო სამსახურებშიც არსებობს.

საკრებულოს დეპუტატმა ჟურნალისტებს მერის მოადგილის ალექსანდრე მარგიშვილის ანაზღაურებითა და დანამატებით დაინტერესებაც ურჩია.

„ხელის ფათური მიმდინარეობდა საბიუჯეტო ხარჯებში და მიმდინარეობდა არასწორი გადარიცხვები ნათესავებისთვის, ოჯახის წევრებისთვის. მეც მაქვს განცდა, რომ კორუფცია რაღაც მეტასტაზებს იდგამს საჯარო სამსახურებში. ამდენად, თუ მაკონტროლებლები შევიდნენ, ძალიან კარგია და მივესალმები. დაინტერესდით, რაში იღებს მარგიშვილი ამხელა ხელფასს. მე ვერაფრით ვერ ვხვდები, მე არ მემეტება იმდენი თანხა, რამდენსაც ის თავის თავს უწერს. თვეში იღებს იმდენ ხელფასს, რამდენსაც მე ერთ წელიწადში ვიღებ,“ - განაცხადა ელისაშვილმა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები