07 ოქტომბერი 2024,   22:19
ვრცლად
ნორვეგიაში ბრეივიკის მიერ მოწყობილი ტერაქტის ხუთი წლისთავს აღნიშნავენ

ნორვეგიაში ანდერს ბრეივიკის მიერ მოწყობილი ტერაქტის ხუთი წლისთავს აღნიშნავენ. დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონია ოსლოში სამთავრობო შენობასთან გაიმართა, სადაც 2011 წლის 22 ივლისს აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე - მეტი კი დაშავდა.

ცერემონიას ქვეყნის მოქმედი პრემიერი და სამეფო ოჯახის წარმომადგენლები დაესწრნენ. ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც, რომელსაც იმ დროს მთავრობის ხელმძღვანელის პოსტი ეკავა.

დაღუპულები კუნძულ უტოიაზეც გაიხსენეს, სადაც ოსლოში მოწყობილი აფეთქების შემდეგ ანდერს ბრეივიკმა ახალგაზრდულ ბანაკში ცეცხლსასროლი იარაღით 69 ადამიანი მოკლა. მათ შორის იყო ქართველი სტუდენტი თამთა ლიპარტელიანიც. ორივე თავდასხმისთვის ბრეივიკს 21 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

დღის ამბები