07 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებას დარბაზი ოვაციებით შეხვდა

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებას დარბაზი ოვაციებით შეხვდა. ქუიქენ ლოუნს არენაზე, სადაც რესპუბლიკური პარტიის ყრილობა იმართებოდა, ტრამპი მეოთხედ გამოვიდა და მისი მთავარი გზავნილი გაახმაურა. პრეზიდენტობის კანდიდატი ეკონომიკური ცვლილებებით, საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებით და ტერორიზმის დამარცხებით შეერთებული შტატებისთვის დიდების დაბრუნებას გეგმავს.

დონალდ ტრამპმა კანდიდატის რანგში სიტყვით გამოსვლისას მის მთავარ კონკურენტზეც ბევრი ისაუბრა. ის ჰილარი კლინტონს საერთაშორისო არენაზე ვაშინგტონის პოზიციების დასუსტებაში ადანაშაულებს.

მხარდამჭერებს ყრილობის დასკვნით დღეს დონალდ ტრამპი მისმა შვილმა, ივანკა ტრამპმა წარუდგინა. ცნობილმა დიზაინერმა მამა მებრძოლ პიროვნებად დაახასიათა.

ავტორი: დავით ნიკურაძე. 

დღის ამბები