07 ოქტომბერი 2024,   22:19
ვრცლად
რამდენიმე დაღუპული და დაჭრილი-სროლა მიუნჰენის სავაჭრო ცენტრში

რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა, გერმანიაში, ქალაქ მიუნჰენის სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის შედეგად, ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

გერმანული გამოცემა Sueddeutche Zeitung-ის ცნობით, ცეცხლი სავაჭრო ცენტრში მამაკაცმა გახსნა, თავდასხმელი მარტო მოქმედებდა და მისი იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა. კიდევ ერთი გერმანული გამოცემა BILD-ი კი წერს, რომ თავდასხმა მოქალაქეებზე, სავაჭრო ცენტრ Olympia-ს აფთიაქში მოხდა.

სროლა სავაჭრო ცენტრ ოლიმპიაში, თბილისის დროით 20:00 საათისთვის დაიწყო. შემთხვევის ადგილზე ასობით სამართალდამცველია მობილიზებული. მოხდა ხალხის ევაკუცია. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Die Welt-ი ერთ-ერთი თვითმხილველის მიერ სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელებულ ვიდეოსთან ერთად ავრცელებს. 

 

თვითმხილველი ყვება, რომ ამ დროისთვის სავაჭრო ცენტრთან გადაკეტილია ქუჩა, ასევე ჩაკეტილია მეტროს ჩასასვლელი და ამოსასვლელი.

ადგილობრივი პოლიცია მოსახლეობას აფრთხილებს თავი შეიკავონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე მისვლისგან.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია მეორე ინცინდენტის შესახებაც. მედიის ცნობით, სროლის ხმა მიუნჰენის სავაჭრო ცენტრიდან 5 კილომენტრში, კარპლაცის მიმდებარე ტერიტორიაზე მეტროსადგურთან გაისმა. 

ადილობრივი მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თავდასხმა 3 ან შესაძლოა მეტი დამნაშავის მიერ არის მოწყობილი, რომლებიც ამ დრომდე იძებნებიან.

რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიუნჰენის სადგური ევაკუირებულია. პოლიცია დამნაშავეებს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებს. ქალაქში ტაქსის მძღოლებიც გააფრთხილეს, რომ მგზავრები არ აიყვანონ, რადგან შესაძლოა თავდამსხმელებმა სწორედ ტაქსით სცადონ გაქცევა.

საგანგებო ზომებს მიმართეს მიუნჰენის საავადმყოფოებშიც, სადაც ექიმები და ექთნები გამოიძახეს და დაშავებულების მისაღებას სრული მზადყოფნაა.

გერმანიის პრემიერმინისტრმა და შს მინისტრმა კრიზისების საბჭოს სხდომა დანიშნეს.

სოციალურ ქსელებში გაჩნდა ე.წ. ჰაშათეგი  ‪#‎offeneTür‬, რომელიც დახმარებას სთავაზობს იმ ადამიანებს, ვინც მიუნჰენში იმყოფება და სახლამდე მისვლას ვერ ახერხებს.

ერთ-ერთი გერმანული რადიოსადგურის ინფორმაციით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა. მონაცემებს რადიოსადგურზე დაყრდნობით, გერმანული გამოცემა Spiegel-ი ავრცელებს.

მიუნჰენის პოლიცია მომხდარს სავარაუდო ტერაქტის კვალიფიკაციას ანიჭებს. 

სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა. 

მომხდარს გამოეხმაურა ფედერიკა მოგერინი და თანაგრძნობა გამოუცხადა დაღუპულებისა და დაშავებულების ოჯახებს, ასევე გერმანელ ხალხს.

პოლიციამ სავაჭრო ცენტრთან ახლოს ტერაქტის შედეგად გარდაცვლილი კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვა. საერთო ჯამში დაღუპულთა რიცხვი 9-ს აღწევს.

 

დღის ამბები