07 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
სროლა მიუნჰენში - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუნხენში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ საკონსულო დაწესებულებას. ამის შესახებ უწყებამ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. 

გერმანიის ქალაქ მიუნჰენში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს + 491 62 88 55 303.

„გაცნობებთ, რომ მიუნხენის სამართალდამცავებმა გამოაცხადეს განსაკუთრებული შემთხვევის რეჟიმი და პოლიცია მოუწოდებს მოსახლეობას, განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე თავი აარიდონ სახლიდან გამოსვლას,“- აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები