07 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
შეიარაღებული მარტო მოქმედებდა - მიუნხენის პოლიცია

მიუნხენის სავაჭრო ცენტრში ერთი შეიარაღებული ადამიანი ისროდა და ის მარტო მოქმედებდა, -  ამის შესახებ განცხადება მიუნხენის პოლიციამ გააკეთა.    

სროლის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მსროლელმა კი თავი მოიკლა, მისი სხეული სპეცოპერაციის დროს სავაჭრო ცენტრიდან დაახლოებით 1 კილომეტრის მოშორებით იპოვეს.  

პოლიციის თქმით, ის 18 წლის გერმანია-ირანის ორმაგი მოქალაქეობის მქონეა და მიუნხენში ცხოვრობდა.

მისი ვინაობა ჯერჯერობით არ კონკრეტდება. ამასთან, პოლიცია აცხადებს, რომ სროლის მოტივი უცნობია.  

წუხელ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ, თითქოს, სროლაში სამი პირი მონაწილეობდა. 

სროლის შედეგად დაიღუპა 9 ადამიანი და დაშავდა 21, რომელთაგან 3-ის მდგომარეობა კრიტიკულია.   

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები