07 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
ერევნის პოლიციის შენობაში შეიარაღებულ აქტივისტებს პოლიციელები ისევ დატყვევებული ჰყავთ

ერევნის პოლიციის შენობაში შეიარაღებულ აქტივისტებს პოლიციელები ისევ დატყვევებული ჰყავთ. ისინი ქვეყნის პრეზიდენტის მოწოდების მიუხედავად იარაღის დაყრას არ აპირებენ და კვლავაც ოპოზიციის ლიდერის პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ.

დაპირისპირებულ მხარეებს მიმართეს სომხეთის კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა და დიალოგისკენ მოუწოდეს.

არეულობა ერევანში უკვე ერთი კვირაა, გრძელდება. შეიარაღებულმა პირებმა ქალაქის ცენტრში პოლიციის შენობა დაიკავეს და სამართალდამცველები დაატყვევეს. აქციები მათ მხარდასაჭერად ერევანში ყოველდღიურად იმართება.

ამავე თემაზე
დღის ამბები