07 ოქტომბერი 2024,   22:24
ვრცლად
პაველ შერემეტს მინსკში დღეს დაკრძალავენ - ცნობილი ჟურნალისტი ბელორუსში გუშინ გადაასვენეს

პაველ შერემეტს მინსკში დღეს დაკრძალავენ. ცნობილი ჟურნალისტი ბელორუსში გუშინ გადაასვენეს.

დილიდან მინსკის მთავარ ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ცერემონიას შერემეტის მეგობრები, კოლეგები და ოჯახის წევრები ესწრებიან.

პაველ შერემეტი კიევში სამი დღის აფეთქების დროს დაიღუპა.

გამოძიების ცნობით, მის ავტომობილში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. გავრცელდა ქუჩაში დამონტაჟებული კამერების ჩანაწერებიც. კადრებში ჩანს ორი პირი, რომელიც შერემეტის მანქანას უახლოვდება და ბომბს ამონტაჟებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ერთ-ერთ მოტივად ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობა სახელდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები