07 ოქტომბერი 2024,   22:19
ვრცლად
გერმანიის პოლიცია მიუნხენში მომხდარი სროლის ვიდეომასალას ეძებს

გერმანიის პოლიცია საზოგადოებას სთხოვს, თუ გააჩნიათ მიუნხენის სავაჭრო ცენტრში მომხდარი სროლის ამსახველი ნებისმიერი ვიდეო, ფოტო და აუდიოჩანაწერი პოლიციას გადასცენ.

ამის შესახებ პოლიციის საგანგებო მომართვა ცოტა ხნის წინ გავრცელდა.   

ამ დროის მონაცემებით, სროლის დროს დაიღუპა 9 და დაშავდა 21 ადამიანი, რომელთაგან 3 მძიმე მდგომარეობაშია. 

თავდამსხმელი 18 წლის ირანელი წარმოშობის, გერმანია-ირანის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირია, რომელიც მიუნხენში ცხოვრობდა. ის წუხელ თავდასხმის ადგილიდან, დაახლოებით, ერთ კილომეტრში მკვდარი იპოვეს. სავარაუდოდ, მან თავი მოიკლა.     

დღის ამბები