07 ოქტომბერი 2024,   22:23
ვრცლად
ინდოეთში შეიარაღებული ძალების თვითმფრინავი ჩამოვარდა - დაღუპულია 29 ადამიანი

ინდოეთში შეიარაღებული ძალების თვითმფრინავი ჩამოვარდა. სამხედრო ლაინერი რადარებიდან ბენგალის ყურეს მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ გაუჩინარდა.

20-საათიანი სამძებრო ოპერაციის შემდეგ მაშველებმა წყალში თვითმფრინავის რამდენიმე ფრაგმენტი აღმოაჩინეს.

ბორტზე 29 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 21 სამხედრო მოსამსახურე იყო. ვარაუდობენ, რომ კატასტროფას ვერავინ გადაურჩა.

მომხდარის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

წინასწარი ვერსიით, კატასტროფა უამინდობის გამო მოხდა, რადგან ბოლო ორი დღის გამავლობაში ბენგალის ყურეს რეგიონში ძლიერი წვიმებია.

სამძებრო ოპერაციაში სამხედრო გემები, წყალქვეშა ნავი და ავიაციაა ჩართული.

დღის ამბები