07 ოქტომბერი 2024,   22:19
ვრცლად
გერმანული მედიის ცნობით, თავდამსხმელი ალი დევიდ სონბოლია

გერმანიში მიუნხენში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ. ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო დროშებია დაშვებული.

შეიარაღებული თავდასხმისთვის, რომელსაც 9 ადამიანი ემსხვერპლა, ტერაქტის კვალიფიკაცია ძალოვანებს ამ დრომდე არ მიუნიჭებიათ, თუმცა ეს ვერსიაც განიხილება.

გამოძიების დეტალებს ანგელა მერკელი უშიშროების საბჭოს სხდომაზე ეცნობა.

მედია კი თავდამსხმელის ვინაობას ასახელებს. როგორც ირკვევა, სავაჭრო ცენტრში ცეცხლი ეროვნებით ირანელმა, ალი დევიდ სონბოლიმ, გახსნა. ის გერმანიის მოქალაქეა და ბოლო ორი წლის განმავლობაში მიუნხენში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

დღის ამბები