07 ოქტომბერი 2024,   22:19
ვრცლად
მიუნხენში განხორციელებული მასობრივი სროლის ავტორს ბრეივიკთან ჰქონდა კავშირი - გერმანიის პოლიცია

მიუნხენში განხორციელებული მასობრივი სროლის ავტორს ბრეივიკთან ჰქონდა კავშირი. თუმცა, ჯერჯერობით არ კონკრეტდება, რა კავშირზეა საუბარი.    

ამის შესახებ ინფორმაციას BBC გერმანიის პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გერმანიის პოლიციის განცხადების თანახმად, "მკვლელს ჰქონდა აშკარა ბმა ნორვეგიელ მასობრივ მკვლელთან, ანდერს ბრეივიკთან".     

გამოძიების ინფრომაციით, 18 წლის ახალგაზრდა მასობრივი მკვლელობების იდეით იყო შეპყრობილი და დანაშაული სწორედ გუშინ, ოსლოსა და უტოიაზე მომხდარი მასობრივი მკვლელობის 5 წლისთავზე ჩაიდინა.

ასევე, გამოძიების ინფორმაციით, ირანელმა ახალგაზრდამ მკვლელობა წინასწარ დაგეგმა. მან სოციალურ ქსელში გოგოს სახელით ყალბი პროფილი შექმნა და თანატოლები მაკდონალდსში მიიწვია.

მსროლელი გერმანიაში დაბადებული და გაზრდილი, სკოლის მოსწავლე ალი დავიდ სონბოლი აღმოჩნდა. გამოძიებამ მისი კავშირი ისლამურ სახელმწიფოსთან ვერ გამოავლინა.

მიუნხენში, სავაჭრო ცენტრთან  გუშინ განხორციელებული მასობრივი სროლის შედეგად, 9 ადამიანი დაიღუპა და დაშავებულია 27 ადამიანი, რომელთაგან სამი ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაშია.

გერმანიაში ერთდღიანი გლოვაა გამოცხადებული.   

 

დღის ამბები