07 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
ტერაქტი ქაბულში - 29 გარდაცვლილი და 100-ზე მეტი დაშავებული

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში საპრტესტო მსვლელობის დროს მომხდარი აფეთქების დროს, მინიმუმ, 29 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.    

აფეთქება ავღანეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის, ხაზარების, მიერ გამართულ აქციაზე მოხდა. აქციაზე მათ საცხოვრებელ ადგილთან ახალი ელექტროსადენების გაყვანის ფაქტს აპროტესტებდნენ.     

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით,  აქციაზე თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. თუმცა, ვინ დგას ამ აფეთქების უკან, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ამ დრომდე მომხდარზე პასუხიმსგებლობა არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. თალიბანმა კი მომხდარის შესახებ მწუხარება გამოთქვეს და მომხდარი დაგმეს.   

 

Hazara protesters, Kabul, 23 July

 

 

 

 

დღის ამბები