07 ოქტომბერი 2024,   22:28
ვრცლად
გადაუღებელ წვიმას ჩინეთში ძლიერი წყალდიდობა და მსხვერპლი მოჰყვა

გადაუღებელ წვიმას ჩინეთში ძლიერი წყალდიდობა და მსხვერპლი მოჰყვა. სტიქია ქვეყნის ჩრდილოეთ და ცენტრალურ რეგიონებს დაატყდა თავს. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, დაზარალებულ რეგიონებში 150 ადამიანია დაღუპული. ასზე მეტი ადგილობრივი კი დაკარგულად მიიჩნევა.

ყველაზე მეტი ადამიანი წყალდიდობისა და მეწყერების გამო ჰებეისა და ჰენანის რაიონებში დაზარალდა. დანგრეულია 55 ათასამდე საცხოვრებელი სახლი, ათი ათასობით ადამიანი კი ევაკუაციისთვის ემზადება. მოსახლეობა ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მთავრობამ მოსალოდნელი წყალდიდობისა და მეწყერ-საშიშროების შესახებ არ გააფრთხილა.

დღის ამბები