07 ოქტომბერი 2024,   22:18
ვრცლად
იტალიელმა მაშველებმა 400-მდე მიგრანტი გადაარჩინეს

იტალიელმა მაშველებმა 400-მდე მიგრანტი გადაარჩინეს. სამაშველო ოპერაცია ხმელთაშუა ზღვაში, ლიბიის სანაპიროსთან ჩატარდა. საზღვაო პატრულმა ღია ზღვაში სამი რეზინის ნავი შენიშნა და ოპერაცია დაგეგმა.

ყველა გადარჩენილი ჩრდილო აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან დევნილია. ისინი ევროპაში მოხვედრას არალეგალურად ცდილობდნენ. ბოლო 48 საათის განმავლობაში მაშველებმა რამდენიმე სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს. აღმოჩენილია 22 ცხედარიც.

დღის ამბები