07 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
ტერაქტი ერაყში - 14 დაღუპული და ათეულობით დაშავებული

14 ადამიანი დაიღუპა ტერაქტის შედეგად ერაყში. თავდასხმა ბაღდადის შიიტურ კვარტალში მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა საკონტროლო გამშვებ პუნქტთან აიფეთქა თავი. გარდაცვლილთაგან უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეები არიან.

20 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, რამდენიმე ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა სამართალდამცველები მომხდარში ისლამურ სახელმწიფოს ადანაშაულებენ.

დღის ამბები