07 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
რუსეთის ფედერაციის ოლიმპიური ნაკრები სრულ დისკვალიფიკაციას გადაურჩა

რუსეთის ფედერაციის ოლიმპიური ნაკრები სრულ დისკვალიფიკაციას გადაურჩა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სხდომაზე ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილება კომიტეტის პრეზიდენტმა ტომას ბახმა გახმოვანა, თუმცა ოლიმპიურმა კომიტეტმა საბოლოო გადაწყვეტილების უფლება სპორტის ინდივიდუალური სახეობების ფედერაციებს დაუტოვა, ანუ თითოეული კონკრეტული საერთაშორისო ფედერაცია გადაწყვეტს დოპინგ სკანდალის გამო დაუშვას თუ არა ოლიმპიადაზე რუსი სპორტსმენები. აკრძალვა ძალაში დარჩა მხოლოდ რუსეთის მძლეოსნობის ნაკრებისთვის.

დღის ამბები