07 ოქტომბერი 2024,   22:21
ვრცლად
მსხვერპლი მოჰყვა თავდასხმას გერმანიის ქალაქ როიტლინგენში.

მსხვერპლი მოჰყვა თავდასხმას გერმანიის ქალაქ როიტლინგენში. 21 წლის სირიელმა მიგრანტმა, რომელიც ადგილობრივ რესტორანში ერთი თვის განმავლობაში მუშაობდა, დანით ჯერ თანამშრომელი ქალი მოკლა, შემდეგ კი ორი ადამიანი დაჭრა. პოლიციამ მისი დაკავება შეძლო.

სამართალდამცველების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ძალადობრივ ქმედებებში მანამდეც იყო შემჩნეული და სავარაუდოდ, მარტო მოქმედებდა.

წინასწარი ინფორმაციით, მომხდარს ტერორიზმთან კავშირი არ აქვს. ეს სამხრეთ გერმანიაში ბოლო 10 დღის განმავლობაში უკვე მესამე თავდასხმაა.

დღის ამბები