07 ოქტომბერი 2024,   22:18
ვრცლად
სამართალდამცველებმა მიუნხენში თავდასხმასთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს

გერმანელმა სამართალდამცველებმა მიუნხენში თავდასხმასთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს. 16 წლის წარმოშობით ავღანელი მოზარდი, თავდამსხმელის, ალი დავიდ სონბოლის მეგობარი იყო. ის ნებაყოფლობით მივიდა პოლიციის განყოფილებაში, სადაც მისი დაკითხვა მოხდა.

სამართალდამცველების განცხადებით, მას შესაძლოა დაგეგმილ თავდასხმაზე ჰქონოდა ინფორმაცია, თუმცა ამის შესახებ პოლიციაში არ განაცხადა.

სროლა მიუნხენის სავაჭრო ცენტრში 22 ივლისს მოხდა. თავდასხმას მაშინ ცხრა ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები