07 ოქტომბერი 2024,   22:22
ვრცლად
დაჯგუფება "სასნა ცრერის" წევრებმა, სამართალდამცველების კუთვნილ მანქანას ცეცხლი წაუკიდეს

დაჯგუფება სასნა ცრერის წევრებმა, რომლებსაც კვირაზე მეტია ერევნის ცენტრში პოლიციის შენობა აქვთ დაკავებული, სამართალდამცველების კუთვნილ მანქანას ცეცხლი წაუკიდეს. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის პოლიცია ავრცელებს.

ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები დაჯგუფების წევრებს მსგავსი ქმედებებისგან და დაძაბულობის ესკალაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა ოპოზიციონერ ჟირაირ სეფილიანთან შეხვედრაზე, დაჯგუფების მებრძოლებს დაკავებული შენობა ამ დრომდე არ დაუტოვებიათ.

ოპოზიციის ლიდერის გათავისუფლება და მთავრობის გადადგომა სასნა ცრერის მთავარ მოთხოვნად რჩება.

დღის ამბები