07 ოქტომბერი 2024,   22:21
ვრცლად
ლიბიის სანაპიროზე 41 მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინეს

41 მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინეს ლიბიის სანაპიროზე. დაღუპულები ქალაქ საბრატას სანაპიროზე მოხალისეების ჯგუფმა იპოვა. ცხედრები ადგილობრივ პროზექტურაში გადაასვენეს. მათი ვინაობის ამოსაცნობად დნმ-ის ანალიზის გაკეთება გახდა საჭირო.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, უბედური შემთხვევა დაახლოებით ხუთი დღის წინ მოხდა. ბოლო რამდენიმე დღის განმალობაში მაშველებმა ლიბიის სანაპიროსთან 400-ზე მეტი მიგრანტის გადარჩენა შეძლეს.

ევროპის ქვეყნებში ხმელთაშუა ზღვის გავლით მოხვედრის მსურველთა რიცხვი ე.წ. ბალკანეთის მარშრუტის ჩაკეტვის შემდეგ გაიზარდა.

დღის ამბები