07 ოქტომბერი 2024,   22:19
ვრცლად
კალიფორნიაში მეოთხე დღეა 1600-ზე მეტი მეხანძრე ხანძრის ლოკალიზებას უშედეგოდ ცდილობს

მასშტაბური სამაშველო ოპერაცია გრძელდება კალიფორნიაში, სადაც ხანძარმა სულ მცირე ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. უკვე მეოთხე დღეა 1600-ზე მეტი მეხანძრე ხანძრის ლოკალიზებას უშედეგოდ ცდილობს.

მიმდებარე რეგიონებიდან თითქმის ამდენივე ადამიანია ევაკუირებული. განადგურებულია 18 საცხოვრებელი სახლი. ცეცხლის გავრცელების არეალმა 9 ჰექტარს მიაღწია. ცეცხლის ჩაქრობას მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი უშლის ხელს. სამაშველო ოპერაციაში ავიაციაც მონაწილეობს.

დღის ამბები